[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ფინანსები

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

პროგრამის აღწერა

სამაგისტრო პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ფინანსების სფეროში. პროგრამა გარდა თეორიული ლექციებისა, მოიცავს ინტერაქტიულ სემინარებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრანტს გაუადვილდება როგორც ფინანსების სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაციებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გათვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები, საფინანსო ბაზრებისა და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.
პროგრამის ამოცანაა მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.

ძლიერი მხარეები

ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც არჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით;  მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას; პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან (მათ შორისაა: საბანკო ასოციაციია, სადაზღვევო ბიზნესის ასოციაცია, საქართველოს სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება, საქართველოს საფონდო ბირჟა და სხვა).

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია.

დასაქმება

ფინანსების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მრავალმხრივი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, ასევე, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროფილის მქონე ორგანიზაციაში, სხვადასხვა პროფილის ფონდში, არასამთავრობო ორგანიზაციაში და ა.შ.
ფინანსების მაგისტრს შეუძლია იმუშაოს საფინანსო სისტემის ყველა რგოლში და ფინანსური მართვის სფეროში, კერძოდ: კურსდამთავრებული შეძლებს დაიკავოს მაღალი დონის სამენეჯერო პოზიციები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, საკონსულტაციო ფირმებში, ერთობლივ საწარმოებში და ა.შ.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (ფინანსებში) კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფართო პროფილით, შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება

  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  2. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
  3. სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება.
  4. უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
  5. განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
  6. განმცხადებელს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი:  ბიზნესის ადმინისტრირების  მაგისტრი ფინანსებში
სწავლების ენა: 1.ქართული, 2. ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 4500 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი

შეღავათები:

  1. -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2021 წლის 26 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
  2. -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

(სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
  4. პროგრამის კოორდინატორი: პროფ.დოქტ.  თეა კბილცეცხლაშვილი (ქართული სექტორი), პროფ.დოქტ.  მეთინ მერჯანი (ინგლისური სექტორი)