პროგრამის აღწერა
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები ერთადერთი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად გახსნილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკისადმი სტუდენტების განსაკუთრებულმა დაინტერესებამ გვიბიძგა შეგვექმნა სამაგისტრო პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობებში. აღნიშნული პროგრამა ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარულ და ინტერდისციპლინარულ საბაკალავრო პროგრამის ერთგვარ “გაგრძელებას” წარმოადგენს, რამეთუ იგი აღრმავებს სტუდენტების ცოდნას ამერიკის ისტორიაში, პოლიტიკაში, ამერიკის კულტურასა და საზოგადოებაში, უზრუნველყოფს ამერიკის უნიკალურ ემიგრაციულ წარსულთან დაკავშირებულ აშშ-ს საშინაო და საგარეო საკითხების ფუნდამენტალურ შესწავლას.
პროგრამა ეფუძნება გამოცდილ კონცეფტუალურ ჩარჩოს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ ამერიკის პოლიტიკის სხვადასხვა წყაროები. პროგრამის სასწავლო კურსები ორიენტირებულია თანამედროვე საკითხებზე, დებატებზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე ამერიკის ისტორიის კონტექსტში.
პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს საშუალება დაინახონ და გაანალიზონ ის ძალები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამერიკის საგარეო პოლიტიკის უწყვეტობას, თანამიმდევრობასა და ცვლილებებს. სწორედ კონცეპტუალურ, თეორიულ და ისტორიულ კომპონენტებზე დაფუძნებული სასწავლო კურსები ეხმარება მკვლევარებს აწარმოონ საფუძვლიანი თეორიული კვლევა ამერიკის საგარეო ურთიერთობებში.
პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ საელჩოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკულ ორგანიზაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებში, კულტურის და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტებში, პარლამენტში, ისტორიის მუზეუმში, არქივში, უნივერსიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.
დასაქმება
საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ამერიკის განყოფილება), რეინტეგრაციის სამინისტრო, ამერიკული ორგანიზაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტები, კულტურის დეპარტამენტები, პარლამენტი, ისტორიის მუზეუმი, არქივი, უცხოეთთან ურთიერთობის კომიტეტები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
- სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება.
- უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
- განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება
- განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისათვის: 3540 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის: 7800 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძე
ელ–ფოსტა: graduateschool@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2595005/06/07 (151)
ოთახი: A321