სიახლეები
- 05/11/2021
იბსუ-მ ამერიკელ პროფესორს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტმა უმასპინძლა ბრაზილიელ პროფესორს მარკუს ვინიციუს დე ფრეიტასს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, დოქტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და ჩაატარა ლექცია საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებისთვის.
ლექციის თემა იყო „ახალი მსოფლიო წესრიგი ჩინური მახასიათებლებით“. ლექტორმა ისაუბრა ჩინეთის როლზე თანამედროვე მსოფლიო წესრიგში. ყურადღება გაამახვილა კიბერ ომზე, როგორც მსოფლიო წესრიგისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გამოწვევაზე; კოვიდ 19-ის პირობებში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სირთულეებზე, როგორც ჩინეთისთვის, ასევე მსოფლიოსთვის; გამოყო ჩინეთის, როგორც ეკონომიკური ძალის მომავალი მსოფლიო დომინირების წინაპირობები და შანსები. ლექციის ბოლოს კი უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
მარკუს ვინიციუს დე ფრეიტასი “ახალი სამხრეთის პოლიტიკის ცენტრის“ უფროსი მკვლევარია, ორიენტირებული საერთაშორისო ურთიერთობებზე, საერთაშორისო სამართალსა და ბრაზილიაზე. ამჟამად ჩინითის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია.