სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის...
  • 02/11/2021

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული საჯარო ლექცია ჩაატარა

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურიშვილმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე “დისციპლინური სამართალწარმოების როლი და მიზანი.”

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ლექციას დასწრებოდნენ ლექციას როგორც აუდიტორიაში, ისე დისტანციურად. შეხვედრაზე ზურაბ აზნაურაშვილმა ისაუბრა დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელობაზე  და ყურადღება გაამახვილა სამართალწარმოების პროცედურებსა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე.

ამასთან, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სტუდენტებს იმიტირებული სასამართლო პროცესის “სამოსამართლეო ქცევა და დისციპლინა“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

„მსგავს საჯარო ლექციებს განსაკუთრებული მნიშვენლობა აქვს სტუდენტებში პროფესიული ეთიკის გაცნობისა და შესწავლის თვალსაზრისით. ამით ხელს ვუწყობთ ჩვენს სტუდენტებს, განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც.“ – განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქოქრაშვილმა.

საჯარო ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.