საერთაშორისო ურთიერთობები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ და ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტმა...

IBSU-მ და ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტმა ერთობლივი სტუდენტური პროექტი განახორციელეს

26/11/2024

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ და პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, ერთობლივად განახორციელა სტუდენტური პროექტი „ევროკავშირის სამართლებრივი აქტი და მისი განხორციელების შესაძლებლობები პოლონეთსა და საქართველოში“, რომლის დასკვნითი ტური ქალაქ ტორუნიში გაიმართა.

პროექტის მონაწილე სტუდენტები ინგლისური ენის კლუბის შეხვედრებს დაესწრნენ და საქართველოსა და პოლონეთში არსებული სამართლებრივი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევის მიმართულებით, უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტისას, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა, ასოცირებულმა პროფესორმა, ეკატერინე ბაკარაძემ, ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარა.