სიახლეები
- 06/07/2023
IBSU-მ CIF-ის კონკურსში გაიმარჯვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) პირველ კონკურსში გაიმარჯვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს სერტიფიკატები გადასცა.
CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება.
პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.