[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სტუდენტური ცხოვრების ფორუმი 2024

24.09.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის “სტუდენტური ცხოვრების ფორუმი” გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი სტუდენტური კლუბი და გაერთიანება.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, გაწევრიანებულიყვნენ სასურველ კლუბში.

ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო საუნივერსიტეტო სერვისები, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის.

‘სტუდენტური ცხოვრების ფორუმი’ დაიხურა IBSU-ს მუსიკალური ბენდის კონცერტით.