სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი...
  • 31/10/2022

IBSU-ს „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს, ინტერნაციონალიზაციის მიზნით, დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  მიუნხენის იურიდიული კომპანია – „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი, თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა.  თეა წიკლაური-რეგალი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეხვდა, შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ასევე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა „კორპორაციათა რეგულირების თავისებურებებზე გერმანიაში“.