სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების...
  4. /
  5. IBSU-ში მორიგი უფასო ტრენინგი “ჟურნალისტიკა...
IBSU-ში მორიგი უფასო ტრენინგი “ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის” გაიმართა
  • 04/02/2025

IBSU-ში მორიგი უფასო ტრენინგი “ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის” გაიმართა

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჟურნალისტიკის პროფესიის ძირითადი ასპექტები და თავისებურებები გააცნეს.

პროექტის მონაწილეებმა პრაქტიკული და სახალისო დავალებებით შეისწავლეს ახალი ამბის წერის სტრუქტურა, ჟურნალისტიკის ეთიკის საკითხები და სხვადასხვა ონლაინ საშუალებით დეზინფორმაციის გარჩევის ხერხები.

მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს IBSU-ს მედიაცენტრი, სატელევიზიო და რადიო სივრცეები და როლური თამაშებით გაეცნენ სტუდენტების სამუშაო სივრცეს.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები, სერტიფიკატები და ჩვენი სპონსორის “ჩემი გამომცემლობა” სასაჩუქრე ნაკრები.