[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU აკადემია გთავაზობთ სკოლის სტრატეგიული მართვის ტრენინგს

22.03.2024

გსურთ გახდეთ სკოლის წარმატებული ლიდერი და შეისწავლოთ სტრატეგიული მართვა, რომლის დახმარებითაც სკოლას ქმედით და წარმატებულ ორგანიზაციად გარდაქმნით?

გსურთ განსაზღვროთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ სკოლის პრიორიტეტული მიმართულებები და მიაღწიოთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ შედეგებს?

IBSU აკადემია გთავაზობთ სამმოდულიან ტრენინგს სახელწოდებით „სკოლის სტრატეგიული მართვა“, რომელიც მოგცემთ საჭირო ცოდნას, წარმატებით გაუმკლავდეთ სწავლა-სწავლების პროცესის ძირითად გამოწვევებს.

ტრენინგი 3 მოდულისგან შედგება:

  • I მოდული – „სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა“ (6 სთ);
  • II მოდული – „სასკოლო პროცესების მართვა და შეფასება“ (6 სთ);
  • III მოდული – „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა“ (6 სთ).

ტრენინგის სრული ხანგრძლივობა – 24 საათი (3 დღე; დღეში 6 საათი).

ერთი მოდულის ღირებულება – 190 ₾.

სამივე მოდულის შეძენის შემთხვევაში, თითოეულის საფასური – 160₾ (ჯამში 480₾ ნაცვლად 570 ლარისა)

ტრენერი: მაია ლაპიაშვილი, CTC და TPDC სერტიფიცირებული ტრენერი, ლიდერობის ქოუჩი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, „ლიდერობის აკადემიის“ და სკოლის მართვის ტრენინგ-მოდულების ავტორი.

კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: training@ibsu.edu.ge ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/IBSUTrainingCenter2011