IBSU აშშ-ს საელჩოს სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
11.12.2022აშშ-ს საელჩოს „ქართული მედია განათლების პროგრამის ფარგლებში“, ჩიკაგოს გაცვლითი პროგრამის მონაწილეებთან დასკვნითი შეხვედრა და მიღება გაიმართა. ამ პროექტის ფარგლებში, აშშ საელჩოს მხარდაჭერით ქართულ უნივერსიტეტებში ციფრული მედიაგანათლების დანერგვა ხდება.
IBSU პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც 2 წლის წინ დანერგა „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა” ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ანალოგიითა და პროგრამის დირექტორის პროფ. რიშელ როჯერსის რეკომენდაციებით. IBSU-ს მხრიდან საელჩოს სახელით გამართულ მიღებას ესწრებოდნენ რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი და ჩიკაგოს გაცვლითი პროგრამის მონაწილეები „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის“ ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი და ციფრული მედიაპროდუქციისა და დიზაინის კურსების ლექტორი ალექსანდრე ქეშელაშვილი.
მედიაგანათლების პროგრამის შედეგებში ასევე აღინიშნა IBSU-ს კიდევ 1 მიღწევა, მაგდა მემანიშვილის მინიგრანტი, რომელიც რამდენიმე ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, ბაკალავრებში ციფრული წიგნიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.