[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს

08.04.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს.

პროექტი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპზე  IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ლექტორები ტრენინგებს გაივლიან, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე ცოდნას გაუზიარებენ პროექტში ჩართულ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს.

Virtually EDU-ს მიზანია, სხვადასხვა ონლაინ აქტივობებით გაზარდოს სტუდენტების ცოდნა განათლების ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით; ასევე, გააუმჯობესოს მათი ციფრული უნარები. პროექტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

პროექტის პარტნიორი ქვეყნები არიან საქართველო, შვედეთი, საბერძნეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოდან სულ ორი უნივერსიტეტი და ერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია მონაწილეობს.