IBSU ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსის გამარჯვებულია
13.02.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნგრეთის ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტთან ერთად ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის გამარჯვებულია.
პროექტი მომზადდა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფ. დოქტ. მაია ჩქოტუას მიერ ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტის უცხოური ენების და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. ვალერია არვასთან თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტი და სამი პროფესორ-მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო მობილობაში. პროექტი აგრეთვე გულისხმობს უნგრელი კოლეგების ვიზიტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო მობილობა დაიწყება 2024/2025 წლის შემოდგომის სემესტრიდან.