სიახლეები
- 21/03/2023
IBSU ვებომეტრიქსის რეიტინგში საქართველოს მასშტაბით მე-5 ადგილზეა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ვებომეტრიქსის” რეიტინგში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის მე-5 ადგილზეა.
“ვებომეტრიქსი” მსოფლიოში მოქმედ ყველა აკრედიტებულ უნივერსიტეტს გავლენის, ღია წვდომისა და წარმატების მაჩვენებელთა საფუძველზე ყოველწლიურად იკვლევს. კვლევაში საქართველოდან 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამიერკავკასიის რეიტინგში მე-10 ადგილზეა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ხოლო საქართველოს მასშტაბით მეორეა კერძო უნივერსიტეტებს შორის.
![](https://ibsu.edu.ge/storage/2023/03/8O2A9525-01-300x300.jpg)