სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან...
IBSU-მ ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
  • 19/06/2025

IBSU-მ ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ბრემენში (გერმანია) მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ განათლებაზე, ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინჟინერიის, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით.