IBSU-მ გერმანელ პროფესორს უმასპინძლა
19.06.2024IBSU-მ უმასპინძლა გერმანელ პროფესორს, კრისტიან ლუდვიგს Freie Universität Berlin-დან, რომელიც გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. მან წაიკითხა ლექციები ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის თემაზე: „წერა თანამედროვე კლასში“ და „ციფრული მედია“, რომელიც ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის როლს მედიასა და თანამედროვე საკლასო ოთახში.
ლექცია ჩატარდა ინტერაქტიურ ფორმატში და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ ღია დისკუსია. პროფესორ ლუდვიგს უმასპინძლეს უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა კახა შენგელიამ, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა თამარ შიოშვილმა და ინგლისური ფილოლოგიის და მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ჩქოტუამ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობა; კერძოდ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და Erasmus+ შესაძლებლობები ინგლისური ფილოლოგიის და მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.