სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტმა...
IBSU-მ და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტმა განათლების, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
  • 15/07/2025

IBSU-მ და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტმა განათლების, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტმა განათლების, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი, რომელიც რუმინეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთია, სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს, მათ შორის ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერების, მედიცინისა და სოციალური მეცნიერებების  მიმართულებებით.

აღნიშნული უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს კვლევებს, ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას და აქტიურად უწყობს ხელს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და პარტნიორობს აკადემიურ და კვლევით დაწესებულებებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შეთანხმება მიზნად ისახავს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და საერთო საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მიმართულებებით.