[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს

24.06.2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებასა და სააგენტოში საქმიანობის გზით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.