სიახლეები

- 01/07/2025
IBSU-მ და ფრანგულმა ბიზნეს სკოლამ (IPAC France) მემორანდუმი გააფორმეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგულ ბიზნეს სკოლასთან (IPAC France) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
IPAC-ის კამპუსები მდებარეობს როგორც საფრანგეთში, ისე შვეიცარიაში. უნივერსიტეტის პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ტურიზმი, საერთაშორისო ვაჭრობა და ციფრული მენეჯმენტი.
IPAC სტუდენტებს აძლევს თანამედროვე კონკურენტულ გლობალურ შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას.