სიახლეები
- 13/06/2024
IBSU-მ და FMG-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს ფინანსური მართვის ჯგუფს (FMG) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნესის, სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების პროგრამის მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებს დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებაში, მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სტაჟირების შესაძლებლობების მიღებაში.