სიახლეები

- 03/07/2025
IBSU-მ დებრეცენის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დებრეცენის უნივერსიტეტთან (უნგრეთი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
აღმოსავლეთ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მდებარე უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს მედიცინის, ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების, ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებებით.