IBSU-მ კლარენს ვან დერ პუტის მასტერკლასს უმასპინძლა
16.03.2023 ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა IBSU-ში ჩაატარა მასტერკლასი თემაზე “ტურიზმის მარკეტინგი.”
ინტერაქტიურ შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ ტურიზმის ტრენდებს და ამ კონტექსტში მარკეტინგულ მიდგომებს.
შეხვედრის დასასრულს მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.