სიახლეები

- 23/06/2025
IBSU-მ მაგდებურგის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაგდებურგის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
გერმანიაში მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ინოვაციებსა და კვლევაზეა ფოკუსირებული, სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ინჟინერიის, მედიცინის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.