[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა

13.06.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა.

ფორუმზე, რომელიც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არტ არაკელიანის მოდერატორობით წარიმართა, ნიდერლანდების ელჩმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, თამარ შიოშვილმა ისაუბრეს ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის შესახებ. ელჩმა მიმოიხილა ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ქალები აწყდებიან ლიდერის პოზიციებზე და გზები, რომლითაც საგანმანათლებლო დაწესებულებები ქალების გაძლიერებას ხელს შეუწყობენ. ასევე, მელინე არაკელიანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დიპლომატიური კარიერის მიმართულებით რჩევებიც გასცა.

ფორუმის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ და დეკანმა თამარ შიოშვილმა ელჩს გააცნეს უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები.