[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ ნორვეგიის ელჩს უმასპინძლა

12.05.2024

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებების სკოლის დეკანმა, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა ელჩს პირადად უმასპინძლეს და უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები გააცნეს.

სტუდენტებთან შეხვედრაზე ბერგლიოტ ჰოვლანდმა ისაუბრა ნორვეგიაში ქალების როლზე და უფლებებზე; ასევე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

საჯარო ლექცია დედის დღეს მიეძღვნა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება.