[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ სევილიის უნივერსიტეტის სტუმრებს უმასპინძლა

17.06.2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სევილიის უნივერსიტეტის სტუმრებს: კაროლინა მარკეს გერერს, დანიერ კოგ უელვას და მიგელ ლოპესს პროექტის „ესპანეთის, საქართველოსა და უზბეკეთის ქვეყნების მცოდნეობის“ ფარგლებში.
 
სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, კახა შენგელიას და მმართველ გუნდს. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრის დირექტორთან, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებთან.
 
შეხვედრებზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები გაცვლითი პროგრამების, ორმაგი ხარისხის პროგრამებისა და Erasmus + Capacity Building პროექტების კუთხით.