სიახლეები

IBSU-მ უმასპინძლა სემინარს თემაზე – “ინკლუზიური განათლება ინგლისში: მასწავლებელთა გამოწვევები და ეფექტური ინტერვენციები”
  • 29/04/2025

IBSU-მ უმასპინძლა სემინარს თემაზე – “ინკლუზიური განათლება ინგლისში: მასწავლებელთა გამოწვევები და ეფექტური ინტერვენციები”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) უმასპინძლა სემინარს თემაზე – “ინკლუზიური განათლება ინგლისში: მასწავლებელთა გამოწვევები და ეფექტური ინტერვენციები,” რომელსაც უძღვებოდა London South Bank University-ის სპეციალური განათლების მაგისტრი და IBSU-ს განათლების მეცნიერების დოქტორანტი ჟანა გოგინაშვილი.

სემინარზე განიხილეს გამოწვევები, რომლებსაც მასწავლებლები აწყდებიან ინკლუზიური განათლების კუთხით და ეფექტური ინტერვენციები, რომლებიც გამოიყენება ინგლისში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად.

ასევე, ინტერაქტიურ დისკუსიაზე ისაუბრეს ინკლუზიური სწავლების მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიებსა და დამხმარე სისტემებზე.