[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ შემოდგომის სემესტრის პირველ ტრენინგს „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ უმასპინძლა

16.10.2024
IBSU-მ შემოდგომის სემესტრის პირველ უფასო ტრენინგს „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ უმასპინძლა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გააცნეს ახალი ამბების სტრუქტურა, ეთიკის საკითხები, ინფორმაციის გადამოწმების ხერხები და სხვა.
ასევე, პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს IBSU-ს მედიაცენტრი და სხვადასხვა სახალისო აქტივობასთან ერთად გაეცნენ პროფესიის სპეციფიკას.
პროექტის ბოლოს კი მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები.
მომდევნო ტრენინგი გაიმართება ნოემბერში.