სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს პერსონალის მობილობა Erasmus+...
IBSU-ს პერსონალის მობილობა Erasmus+ საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეულში
  • 28/10/2025

IBSU-ს პერსონალის მობილობა Erasmus+ საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეულში

Erasmus+ პერსონალის მობილობის ფარგლებში, IBSU-ს წარმომადგენლები, თინათინ ხარშილაძე და ამირან ცხელიშვილი, მონაწილეობდნენ რიგით 24-ე საერთაშორისო კვირეულში, რომელიც გაიმართა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრაციის უმაღლეს სკოლაში (WSPA University), პოლონეთში. ღონისძიება აერთიანებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და ემსახურებოდა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, კულტურათაშორისი გაცვლის წახალისებასა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობების გაძლიერებას.

პროგრამა მოიცავდა თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს უნივერსიტეტის მენეჯმენტის, ინოვაციების, ტექნოლოგიურ თუ ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ბაობაბის ორგანიზაცია – ლუბლინში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც სოციალურ ჩართულობაზეა ორიენტირებული.

საერთაშორისო კვირეულზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი ინსტიტუტებისა და აკადემიური გარემოს შესახებ. IBSU-ის წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილეებს გააცნეს უნივერსიტეტის პროგრამები, მათი ძლიერი მხარეები. სესიებმა ხელი შეუწყო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

საერთაშორისო კვირეული იყო შესანიშნავი შესაძლებლობა პროფესიული განვითარების, კულტურათშორისი კომუნიკაციისა და IBSU-ის საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისთვის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.