სიახლეები
- 05/12/2023
IBSU საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე სემესტრის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ.
სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- საერთაშორისო ურთიერთობები
- კომპიუტერული მეცნიერება
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ფინანსები, მარკეტინგი,
მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი - სამართალმცოდნეობა
კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული კანდიდატების ვინაობა 12 დეკემბერს გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.