სიახლეები

- 05/11/2025
IBSU-სა და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პოზნანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (PUT) მდებარეობს ქალაქ პოზნანში, პოლონეთში, და წარმოადგენს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ცნობილია აკადემიური სრულყოფილებისა და ინოვაციებისადმი ერთგულებით. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, არქიტექტურა, მენეჯმენტი და გარემოს დაცვის კვლევები.