სიახლეები

- 25/02/2025
IBSU-ს აფილირებული პროფესორები დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრნენ
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა და უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, მედიაციის
აკრედიტებული ტრენერი, პროექტის ხელმძღვანელი გოგა კიკილაშვილი.
შეხვედრაში მხარეებმა იმსჯელეს შესაბამისი სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს შინაარსის, ასევე – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების შემაფერხებელი გარემოებებისა და სწავლების სირთულეების შესახებ.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ სამართლებრივი წიგნიერების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით და მიზნად ისახავს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნას.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს მედიატორთა და ადვოკატთა ასოციაციების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მოსამართლეები.