IBSU-ს ბიზნესის სკოლამ აკადემიურ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა
22.09.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.
შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:
- პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია;
- აკადემიური კალენდარი;
- სალექციო პროცესი;
- სტუდეტთა შეფასება;
- კრედიტების აღიარება;
- საგამოცდო პროცესი:
- სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
- აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება;
- აკადემიური-სამეცნიერო საქმიანობა და კვლევითი პროქტები;
- სოციალური აქტივობები.
შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებსა და სიახლეებს.