სიახლეები
- 28/03/2024
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე დარა აჰმედი დაინიშნა
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე დარა აჰმედი დაინიშნა.
დარა აჰმედი არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ასოცირებული პროფესორი; ასევე, KAP Business Laboratory-ის თანადამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი და კორპორატიული ტრენერი. ბატონი აჰმედი იყო აჭარა ჯგუფის აკადემიაში ოპერაციების მართვის მენეჯერი.
აღსანიშნავია, დარა აჰმედის დიდი გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიც არის: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა (UNHCR), გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი (UNOCHA) და გაეროს მოხალისეთა პროგრამა (UNV).