[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია

05.07.2023

IBSU-ში გაიმართა უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ტრადიციული, ყოველწლიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობლივი ნაშრომები: წიგნები, სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციის კრებულები.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს; სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტი მუდმივად უზრუნველყოფს სწავლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასა და ხელშეწყობას და სხვა აქტივობებთან ერთად სისტემატურად ზრუნავს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერაზე.

უნივერსიტეტის მიერ ფინანსურად წახალისებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში უნივერსიტეტის სახელით სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება, აგრეთვე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, წიგნებისა და სახელმძღვანელოების გამოცემა.

უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ ტრადიციას და აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარების აქტიური ჩართულობით შექმნის მაღალი დონის, ღირებულ კვლევით პროდუქტებს.