სიახლეები

- 05/03/2025
IBSU-ს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Helio AI არის პირველი ციფრული AI რეკრუტინგის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აპლიკანტების მართვის სისტემას (ATS), ადგილობრივ ენაზე მორგებულ AI-ს და გეიმიფიცირებულ (Gamified) პიროვნების ტესტს. Helio-მ უკვე მოიზიდა 1,000,000 ლარამდე ინვესტიცია.
ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის გაძლიერებას საუნივერსიტეტო სივრცეში.
ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს:
- საუნივერსიტეტო ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას
- პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას real-based პროგრამებში მონაწილეობით
- ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას წამყვანი პროფესიონალებისგან
- თანამშრომლობას კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში
მემორანდუმის ფარგლებში უკვე ჩატარდა სტარტაპ პანელური დისკუსია: “Startup Future: From Zero to Hero”.