[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს დელეგაცია ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ

14.11.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს გერმანიაში და მონაწილეობა მიიღეს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” სტუდენტების მეორე ნაკადის მიღების ოფიციალურ საზეიმო ცერემონიაში.

IBSU-ს დელეგაცია საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით წარდგა და დამსწრე სტუმრებს გააცნო ინფორმაცია IBSU-ში სასწავლო პროცესების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და უნივერსიტეტში მოქმედი პროგრამების შესახებ. ასევე, სკოლის დეკანი და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდნენ ახლად ჩარიცხულ სტუდენტებს ხუთივე პარტნიორი ქვეყნიდან, რომლებიც სწავლების პირველ სემესტრს გადიან ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ სემესტრებში სწავლას IBSU-ში გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ IBSU 2020 წლიდან საერთაშორისო პროექტის IDEA ხელმძღვანელია ​საქართველოდან, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა WHZ-თან და სამი პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტთან ერთად. პროექტი სრულად მხარდაჭერილი და დაფინანსებულია DAAD-ის მიერ. წელს IBSU მასპინძლობს ამ პროგრამაში ჩარიცხული სტუდენტების მეორე ნაკადს, რომელთა საერთო ჯამი ხუთივე პარტნიორი ქვეყნიდან 102 სტუდენტს შეადგენს.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ასევე ახალგაცნობილ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთანაც, კერძოდ ჩეხეთთან და დიდ ბრიტანეთთან . დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.