სიახლეები
- Home
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- IBSU-ს “დიდი ოთხეულის” წევრი...

- 30/03/2026
IBSU-ს “დიდი ოთხეულის” წევრი აუდიტორული კომპანია PwC ესტუმრა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა PricewaterhouseCoopers (PwC)-ს – „დიდი ოთხეულის“ წევრ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიას აუდიტის, ფინანსებისა და კონსალტინგის სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია PwC-ში მუშაობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და მოისმინეს რეკომენდაციები ფინანსურ სფეროში კარიერის დაწყების შესახებ.
ასევე, ღონისძიებაზე სპიკერად იყო IBSU-ს კურსდამთავრებული, რომელიც დღეს PwC-ში მუშაობს და დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და კარიერული გზა.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სპიკერებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.


