[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ სრული აკრედიტაცია მიიღო

06.02.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო.

2024 წლის სექტემბრიდან მედიცინის სკოლის სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ ახალ კამპუსში, რათა თითოეულმა სტუდენტმა თეორიული მასალის ათვისების პარალელურად შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა და კვლევების ჩატარება.

ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ აქტიურად გაიარონ კლინიკური პრაქტიკა, თბილისის მასშტაბით, 24 პარტნიორ კლინიკაში. დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა, რომელიც მედიცინის სკოლის ფარგლებში შეიქმნა, მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, მაღალეთიკური, სათანადო უნარების და აუცილებელი კომპეტენციების მქონე დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა 2023 წელს გაიხსნა. დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა მედიცინის სკოლის პირველი პროგრამაა, რომელმაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო.