[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს დოქტორი ნათელა დოღონაძე დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტს ეწვია

28.11.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, დოქტორი ნათელა დოღონაძე ეწვია დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტს (UniWA) ათენში, საბერძნეთი #Erasmus + პერსონალის მობილობისა და ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში.

პროფესორი ნათელა დოღონაძე დაესწრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მეცნიერების მეოთხე საერთაშორისო კვირეულის ინაუგურაციის ცერემონიას 11 ქვეყნის (ალბანეთი, საქართველო, საბერძნეთი, კენია, მოლდოვა, მონტენეგრო, უგანდა, უკრაინა და სხვ.) მონაწილეობით.

მონაწილეებს მიესალმა დასავლეთ-ატიკის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი პანაიოტის კალდისი, Erasmus+ ოფისის ხელმძღვანელი, დოქტორი ევმორფია ზაფირი და Erasmus+/ICM პროგრამის მობილობის კოორდინატორი ქალბატონი ფანი პაპუცი. მონაწილეები დაესწრნენ  მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორების სამ პრეზენტაციას, რომელიც ეძღვნებოდა განათლებაში ინკლუზიისა და თანასწორობის გამოყენებითი პრაქტიკის თემებსმეორე დღეს მათ მოჰყვა კიდევ სამი პრეზენტაცია UniWA- პროფესორების მიერ და მრგვალი მაგიდის დისკუსიები შემდეგ თემებზე: ინკლუზიური სასწავლო გარემო (მოდერატორი სოფია ასონიტუ), ინკლუზიური შეფასება (მარია რაგოუსი და კოსმას კავვადიასი), კულტურული და ენობრივი კომპეტენცია (კონსტანტინოს პეტროგიანისი), სწავლის სირთულეები (ანასტასია კანელუ), გენდერული საკითხები (სტელიოს მიტილინეოსი) და ეიჯიზმი (ასაკობრივი დისკრიმინაცია) (პანაიოტის ჯანაკოპულოსი). პროფესორი დოღონაძე ჩართული იყო გენდერული საკითხების სადისკუსიო ჯგუფში.

სესიებისა და დისკუსიების პარალელურად, პროფ. დოღონაძემ ჩაატარა ორი ლექცია თემაზე: „ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლის მოტივაცია“ დარატომ არის საჭირო კვლევა განათლებაში?

ლექციები ჩაუტარდა ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვის დეპარტამენტის დოქტორანტებს.

IBSU-ს პროფესორი ასევე შეხვდა დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფ. დოქტორ კონსტანტინოს პეტროგიანისს, ასისტ. პროფ., დოქტორ მარია ჰაციგიანისა და ასისტ. პროფ., დოქტორს კლეოპატრა კონსტანტულაკის. შეხვედრაზე განიხილეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის შემდგომი პარტნიორობისა და Erasmus+ თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობები.

საბერძნეთში ყოფნისას პროფესორმა დოღონაძემ ასევე ისარგებლა შესაძლებლობით და პირადად შეხვდა დოქტორ ტატიანი გკაცას იანინის უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების დეპარტამენტიდან, რომელიც არის IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორი დოქტორანტის საერთაშორისო სამეცნიერო ხელმძღვანელი მეცნიერებათა განათლების მეცნიერებათა პროგრამაზე.

ვიზიტის ფარგლებში მეცნიერების საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ენახათ ათენის აკადემია და ათენის უნივერსიტეტი.