სიახლეები
- 13/04/2023
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის ექსპედიცია
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის ფარგლებში მორიგი ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიცია ცენტრში მიმდინარე კვლევებისა და სტუდენტური პროექტების გაგრძელებაა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.
ექსპედიციის მონაწილეებმა შეისწავლეს XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი და გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის უნიკალური მოხატულობა.
ასევე, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პროფესორების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში მონოგრაფია გამოიცემა.