[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა

30.03.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა.

ნანა აიოვის უნივერსიტეტში ორ თვეს გაატარებს, სადაც ლიტერატურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, რომელსაც პროგრამა უზრუნველყოფს, ჩიკაგოსა და ნიუ იორკს ეწვევა.

როგორც ნანა ამბობს, მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივი, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო საშუალება წარსდგეს ამერიკელი მკითხველის წინაშე. ამადროულად, კი თავადაც შეძლებს გაეცნოს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ტენდენციებს, რაც მისთვის, როგორც მწერლისა და ლიტერატურათმცოდნისთვის, უდიდესი გამოცდილების მომტანი იქნება.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ნანა აბულაძე პროგრამის პირველი ქართველი ქალი მწერალია, ხოლო პროექტის არსებობის 55 წლის მანძილზე მეხუთეა, ვინც ჩვენი ქვეყნის ლიტერატურას ამერიკაში წარადგენს.

International Writing Program 1967 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად, სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტში 30-35 მწერალს მასპინძლობს.