სიახლეები

- 19/02/2025
IBSU-ს მარკეტერები ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერები და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი ესტუმრნენ ახალციხის #1, #5, #6 და ვალეს #2 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტის ფარგლებში IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ აბიტურიენტებს და მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების წესებზე, დაფინანსების შესაძლებლობასა და გაცვლით პროგრამებზე.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები და მარკეტერები განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლებში სტუმრობას და აბიტურიენტებთან შეხვედრას. სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მეტი შეიტყონ უნივერსიტეტის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.