სიახლეები

- 22/10/2025
IBSU-ს მარკეტინგის სტუდენტები მე-11 საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე ერევანში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მე-11 საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაში, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.
კონფერენციამ, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის 250-მდე მონაწილე გააერთიანა, სტუდენტებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა თავიანთი მარკეტინგული ხედვები და კვლევითი შედეგები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოეჩინათ.
IBSU-ს სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარადგინეს საკუთარი კვლევითი ნაშრომები მომხმარებელთა ქცევაზე სოციალური მედია მარკეტინგის გავლენის შესახებ, სადაც გაანალიზეს თანამედროვე ციფრული კომუნიკაციის ინსტრუმენტები, ბრენდების ონლაინ სტრატეგიები და მომხმარებელთა ჩართულობის ფაქტორები.
კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ ცვლის სოციალური მედია მარკეტინგი მომხმარებელთა გადაწყვეტილების მიღების პროცესს, როგორ აღიქმება ბრენდების სანდოობა ონლაინ სივრცეში და რა როლს თამაშობს კონტენტის ხარისხი მარკეტინგულ წარმატებაში.