სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. მედიცინის სკოლა
  4. /
  5. IBSU-ს მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები აშშ-სა...
IBSU-ს მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები აშშ-სა და კანადაში რეზიდენტურის გამოცდებს ჩააბარებენ
  • 07/03/2025

IBSU-ს მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები აშშ-სა და კანადაში რეზიდენტურის გამოცდებს ჩააბარებენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეზიდენტურის გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ. IBSU-ს მედიცინის სკოლას წარმატებით მიენიჭა მედიცინის უცხოელ კურსდამთავრებულთა განათლების კომისიის (ECFMG) სერტიფიცირება. (იხ. ბმული: https://shorturl.at/Fcja1)

IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამამ აკრედიტაცია 2024 წელს მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების მიცემას, რომელიც შესაბამისობაში იქნება მედიცინის განვითარების ტენდენციებთან, სამედიცინო ტექნოლოგიების პროგრესთან და გლობალურ გამოწვევებთან.