IBSU-ს პანელური დისკუსია – ქალები მართლმსაჯულებისთვის
06.03.2023IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “ქალები მართლმსაჯულებისთვის.”
უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.