სიახლეები

- 10/03/2026
IBSU-ს პროფესორები Erasmus+ მობილობის ფარგლებში სევილიის უნივერსიტეტს ეწვივნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები Erasmus+ მობილობის ფარგლებში სევილიის უნივერსიტეტს ეწვივნენ.
2026 წლის 22–27 თებერვალს, Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სევილიის უნივერსიტეტში (ესპანეთი). დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი, პროფესორი, დოქტორი თამარ შიოშვილი, კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი და მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი ეკა ავალიანი.
ვიზიტის ფარგლებში IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ სევილიის უნივერსიტეტის პროფესორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის პროფესორებს კაროლინა მარკეზს, დანიელ კორსს, პედრო მიგელ დე კარაიხოსა და ფერნანდო ლოზანო გომესს, ასევე საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლებსა და ფაკულტეტის ხელმძღვანელ პირებს.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პროფესორებმა ჩაატარეს საჯარო ლექციები, რომელსაც დაესწრნენ სევილიის უნივერსიტეტის პროფესორები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. შეხვედრებისა და სამუშაო განხილვების შედეგად მხარეებმა დაგეგმეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და ერთობლივი პროექტები.
თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და პროფესორების მობილობის გაძლიერებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და გამოცემების განხორციელებას, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში თანამშრომლობასა და სტაჟირების შესაძლებლობების განვითარებას.
აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ერთობლივი კვლევების განვითარებას და სტუდენტებისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას.




