IBSU-ს რექტორი და პრორექტორი განათლების მიმართულებით ELFA-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ
23.04.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა.
კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემა იყო “გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“, განიხილეს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხები, მათ შორის გლობალური იურიდიული განათლების თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები, იურიდიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და ELFA-ს როლი აღნიშნულ პროცესში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა 2019 წლიდან ELFA-ს წევრია.