[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს რექტორი დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ეწვია

26.11.2023
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახა შენგელია უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. კეტრინ სალჩერტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, იულიანა ტეპეს და კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორს, მარიო ნოუგებაუერს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო 5 წლის მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან როგორც სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის, ასევე ერთობლივი სამეცნიერო თუ სასწავლო პროექტების განვითარების მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ორმაგი და ერთობლივი დიპლომის პროგრამების შემუშავების საკითხები, საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების და საერთაშორისო კონსორციუმებში ერთობლივი ძალებით განაცხადების მომზადების საკითხები.
უნივერსიტეტიდან ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობდნენ IDEA პროექტის და ორმაგი დიპლომის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. მარინა რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კონსულტანტი, მაკა ნასრაშვილი.