[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი სტუდენტებს შეხვდა

26.03.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა.

ირაკლი შამათავამ სტუდენტებს სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და სამართლის კლინიკის გაძლიერებაზე. დეკანის განცხადებით, სამეცნიერო მიმართულებით ბევრი სიახლე დაიგეგმება, ინტენსიურად მოხდება პუბლიკაციების ბეჭდვა და სკოლის ორგანიზებით გაიმართება ლიტერატურულ და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები.

შეხვედრის დასასრულს დეკანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.